სიახლეები
18 ნოემბერს, საქართველოს უნოვერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივის ჯანდაცვის სკოლის ერაყელი სტუდენტები და პროფესორ - ლექტორები ეწვივნენ წეროვანის საჯარო სკოლას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დღის ცენტრს.
სტუდენტებმა ჩაატარეს ტრენინგი პირის ღრუს მოვლის წესების შესახებ. მათ დღის ცენტრის ბავშვებს გადასცეს საჩუქრები და გაწიეს უფასო მომსახურება.
საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურ დახმარებას გაუწევს წეროვანის მოსახლეობას და სხვა პუნქტებში არსებულ დევნილ მოსახლეობას სტომატოლოგიური მომსახურების კუთხით.